





ხერხემლის ძვლები განლაგებულია, რიგრიგობით ერთმანეთის მიყოლებით. ბევრი მყესი ქმნის ხიდსძვლებს შორის ამ სისწორის გასამტკიცებლად. სპონდილოლისთეზი ნიშნავს ერთი მალის წინგადაადგილებას. ამ პროცესში ხდება ზურგის ტვინიზე კომპრესია, რის შედეგადაც ვითარდებადაბუჟება და წვის შეგრძნება ფეხებში, ზურგისა და თეძოს ტკივილი;
მათგან ყველაზე გავრცელებულია სიბერეში დეგენერაციასთან დაკავშირებული მალის გადაადგილება; ასევე ოპერაციის შედეგად განვითარებული და ხერხემლის თანდაყოლილპრობლემებთან ასოცირებული მალის დაძვრა. ადამიანთა 5% -ს მოტეხილობა უვითარდებათ იმ ძვლოვან უბანზე, რომელიც აერთებს მალების ზედა და ქვედა სახსრებს (ფასეტური სახსრები). ამ მოტეხილობას სპონდილოლიზს უწოდებენ. უმეტეს შემთხვევაში, მოტეხილობები ვერ იკურნება, რადგან ეს ადგილი ძალზე მოძრავია.
დაბუჟება, კუნთების დაჭიმულობა, სისუსტე ფეხებში, სიარულის გაძნელება. მიუხედავად იმისა, რომდასვენებას შეუძლია ამ სიმპტომების დროებითი შემსუბუქება, ტკივილი ჩვეულებრივ იმატებს ფეხზედგომის, სიარულის და სხვა აქტივობების დროს.
დიაგნოსტიკა მოიცავს პაციენტების დეტალურ ფიზიკურ გამოკვლევას.
რადიოგრაფიული ტესტები ძალზე მნიშვნელოვანია დიაგნოზისთვის. წელის მოძრაობებითშემცირება ან გაზრდა, ექიმებისათვის მნიშვნელოვანია მკურნალობის მეთოდის დასადგენად.
კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება რიგ შემთხვევებში. ნერვის კომპრესიის და მალის გადაადგილების საბოლოო დიაგნოზი კი დგინდება MRI -ს საშუალებით (მაგნიტურირეზონანსი). ექიმმა შეიძლება მოითხოვოს EMG (ელექტრომიოგრაფია), საჭიროების შემთხვევაში.
მსუბუქი გადაადგილების შემთხვევაში ჩივილები მცირდება ერთი ან რამდენიმე მეთოდით, როგორიცაა დასვენება, ანალგეტიკები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კორსეტისდროებითი გამოყენება და ფიზიოთერაპია. თუ ზურგის ტკივილს თან ახლავს ფეხის ტკივილი დადაბუჟება, რომელიც ნერვის მოჭყლეტვას უკავშირდება, შეიძლება განვიხილოთ ეპიდურალური ანფორამინური ინექციები.
თუ მოზარდობის პერიოდში ტკივილი ამცირებს აქტივობას, ამ შემთხვევაში საჭიროა ქირურგიულიმკურნალობა. ყველაზე ოპტიმალურ მეთოდს განსაზღვრავს ექიმი. ჩვეულებრივ, სასურველიმეთოდია ძვლის ახალი გრაფტების გამოყენება და ხრახნებით დაფიქსირება. ჩვენს კლინიკაშიგამოცდილი ექიმები ამ ოპერაციას მხოლოდ ერთი მალისთვისაც კი ატარებენ. ასე, რომ ჩვენიპაციენტები ჩვეულებრივ საქმიანობას მალევე უბრუნდებიან და წელის მოძრაობაც აღდგებაყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
Contact us now if you have a medical need, we will reply swiftly and provide you with a reliable medical opinion.
ჯგუფი Florence Nightingale საავადმყოფოები Ltd დიდი ბრიტანეთი 2020, ყველა უფლება დაცულია.
ჯგუფი Florence Nightingale საავადმყოფოები Ltd დიდი ბრიტანეთი 2020, ყველა უფლება დაცულია.