fbpx

კიფოზი


უკანა მხრიდან ხერხემლის სვეტი გამოიყურება როგორც სწორი ხაზი. გვერდითი ხედიდან ჩანს ორისიმრუდე. ზურგის ზედა მხარეს, მხრებიდან  გულმკერდამდე არსებულ სიმრუდეს  ეწოდება “კიფოზი”.მაშინ, როცა წელის არეში არსებულ სიმრუდეს ვუწოდებთ “წელის ლორდოზს”. ასეთი სიმრუდეებითავს და სხეულის ზედა ნაწილს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს დაბალანსებული დგომა მენჯზე.

ნორმად ითვლება გულმკერდის ნაწილის მცირე კიფოზი 1 და 12 მალებს შორის  20-დან 45-მდეგრადუსიანი კუთხით. თუ სიმრუდე 45 გრადუსზე მეტია, მას “ჰიპერ-კიფოზს” უწოდებენ. ის უფროხშირად გვხვდება მამაკაცებში.


თანდაყოლილი კიფოზი


თანდაყოლილი კიფოზისა და სქოლიოზის მქონე პაციენტებს, სავარაუდოდ, აქვთ სხვა ორგანოთადა სისტემების დეფექტიც. რენტგენოგრაფიაზე დიაგნოზის შემოწმების შემდეგ, შეიძლება საჭიროგახდეს დამატებითი ტესტები ზურგის ტვინის, გულის და კუჭ-ნაწლავის სისტემის ანომალიებისშესასწავლად. MRI (მაგნიტური რეზონანსი) სასარგებლოა ზრდის, პათოლოგიური პოტენციალისადა ზურგის დეფორმაციის შესაფასებლად.

კლინიკურად უნდა შეფასდეს ბავშვის ფეხის სიძლიერე და მისი სიარული. პროგრესირებულიკიფოზი იწვევს ძლიერ ზეწოლას ზურგის ტვინზე და შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის ნერვისფესვების მოჭყლეტა და მიელოპათია (ზურგის ტვინის სტრუქტურის დეფორმაცია). აღნიშნულის გამო ბავშვებში ვლინდება სიარულის დაყოვნება.

თანდაყოლილი კიფოზის მქონე პაციენტებს აქვთ ხერხემლის სეგმენტაციური დეფექტი ანფორმირების დეფექტი. დეფორმაცია პროგრესირებს ბავშვის ზრდასთან ერთად. სეგმენტაციისდეფექტს  ახასიათებს პროგრესირების ნაკლები  ხარისხი და შეიძლება არ მოითხოვდესქირურგიული ჩარევა თინეიჯერობის პერიოდამდე.

მკურნალობა

დაკვირვება:  ხერხემლის  დეფორმაციის მქონე ბავშვებში დაკვირვება პირველი რიგისმკურნალობის მეთოდია. სერიოზული და პროგრესული თანდაყოლილი კიფოზის დეფორმაციები, რომლებიც 45 გრადუსზე მეტია ან კიფოზის შემთხვევები, რომელსაც თან ახლავს ნევროლოგიურისისუსტე, ხშირად საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას. ადრეული ქირურგიული მიდგომა, როგორცწესი, საუკეთესო შედეგს იძლევა და ხელს უშლის მრუდის პროგრესირებას. ქირურგიული ჩარევისპროცედურა იცვლება დეფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე

კორსეტირება:  კორსეტირება არ არის რეკომენდებული თანდაყოლილი კიფოზის სამკურნალოდ.

In situ fusion:  პროგრესული კიფოზური დეფორმაციის ქირურგიული ვარიანტია. დეფორმირებულიხერხემლის სრული შერწყმა ან ართროდეზი. შერწყმა ასევე უნდა მოიცავდეს ორ ნორმალურმალას, ქვედა და ზედა. პაციენტისგან ან ქსოვილის ბანკისგან მიღებული ძვლის ტრანსპლანტი თავსდება უკანა მხარეს სერიოზული მრუდის შემთხვევაში, ძვლის დამატებითი ტრანსპლანტიშეიძლება განთავსდეს წინა მხარეს. 4-6 კვირაა საჭირო, სანამ არ მოხდება სრული  შეხორცებაქსოვილისა და ძვლოვანი ტრანსპლანტისა. ამ პერიოდში პაციენტს  სჭირდება დახმარებათაბაშირით ან კორსეტით.

ინსტრუმენტული სპონდილოზი და ოსტეოტომია:  პროგრესულ კიფოზურ დეფორმაციებში, უფროსი ასაკის ბავშვებში, შეიძლება საჭირო გახდეს ინსტრუმენტები (ღერძები, კაუჭები დახრახნები). თუ ზურგის ტვინი ვერ აიტანს ხერხემლის გაჭიმვის ტექნიკას, შეიძლება განვიხილოთდეფორმაციის გამომწვევი მალის ამოღება. კორსეტის და თაბაშირის პოსტოპერაციული უწყვეტი გამოყენება, სანამ რენტგენოგრაფიაზე შერწყმა არ გამოვლინდება.

თქვენს ქირურგს ასევე შეუძლია გირჩიოთ ოსტეოტომია ხერხემლის გასწორების მიზნით. “Pedincule subtraction osteotomy” უზრუნველყოფს კორექტირებას მალის უკანა ძვლის მოცილებით.  ქირურგსასევე შეუძლია გირჩიოთ სხვადასხვა ოპერაცია, მათ შორის ხერხემლის წინა და უკანა მხრიდან.


განვითარების კიფოზი


ჰიპერ-კიფოზი (გულმკერდის მალების წინა გადახრა ნორმალურ საზღვრებს მიღმა) კლასიფიცირდება როგორც პოსტურალური ან სტრუქტურული. პოსტურალური კიფოზიგამოსწორდება, როდესაც პაციენტი სწორად დგება. პოსტურალური  კიფოზის მქონე პაციენტებს არაქვთ ხერხემლის ფორმის ანომალიები.
”Scheuremann“- ის კიფოზი ცნობილია, როგორც ხისტი (სტრუქტურული) კიფოზი. ეს ყველაზე ხშირადგვხვდება 12-დან 15 წლამდე ასაკში. პათოლოგიური კიფოზი საუკეთესოდ ფასდება გვერდიდან, წინგადახრილ მდგომარეობაში.

”Scheuremann“-ის დაავადების მაქონე პაციენტები უჩივიან ზურგის ტკივილს და  სხეულის არასწორ პოზიციას. ტკივილი მწვავდება ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. კიფოზიჩვეულებრივ სიმპტომურია და მწვერვალი ზურგის ზედა  ნაწილის ნაცვლად მდებარეობს შუა / ქვედა ნაწილისკენ.

მკურნალობა

დაკვირვება:  დაკვირვება ხშირად რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

პოსტურალური ჰიპერკიფოზი
სიმრუდე  60 გრადუსზე ნაკლები მოზარდებში
60-80 გრადუსიანი სიმრუდე არასრულწლოვანობის ასაკში

კონტროლი მოიცავს რადიოგრაფიას, რომელიც ტარდება ექვს თვეში ერთხელ სქოლიოზისკასეტაზე მდგომარე პოზიციაში. ტკივილის შემთხვევაში რეკომენდებულია სავარჯიშო პროგრამა .

კორსეტით მკურნალობა:  თუ დეფორმაცია ზომიერად მწვავეა (60-80 გრადუსი) და თუ პაციენტს არაქვს დასრულებული ჩონჩხის განვითარება, კორსეტის მკურნალობა რეკომენდებულია სავარჯიშოპროგრამასთან ერთად. კორსეტის გამოყენება რეკომენდებულია მაქსიმალური კორექციისმიღწევამდე (დღეში 20 საათი). მისი გამოყენება შეიძლება შემცირდეს დღეში 12-14 საათამდეჩონჩხის განვითარების დასრულების პროცესში. კორსეტი გამოყენება უნდა მოხდეს არანაკლებ 18 თვის განმავლობაში, რათა მიღწეულ იქნას სრული, მუდმიივი კორექცია.

სპონდილოზი:  ქირურგიული მკურნალობა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ კიფოზურიდეფორმაცია სერიოზულია (80 გრადუსზე მეტი) და თუ პაციენტს აქვს ზურგის ტკივილი. ქირურგიულიჩარევა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან კორექციას და არ არის საჭირო კორსეტისპოსტოპერაციული გამოყენება. ხერხემლის გასწორება და გაჭიმვა ხდება მალებში მოთავსებულიხრახნების  ფიქსაციით. ოპერაციები ხშირად კეთდება ზურგის მხრიდან მიდგომით.  4-6 თვის თავზე პაციენტები უბრუნდებიან თავიანთ ჩვეულ ყოველდღიურ საქმიანობას. ამ დროისთვის უკვე თვალსაჩინოდ ჩანს ქირურგიული გზით მიღწეული კორექცია.



Contact Us Now


    ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ფორმის შევსებისას, თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი/პაციენტის სამედიცინო ფაილები wetransfer. სამედიცინო მეორე აზრი წარმოდგენილი იქნება 48 საათის განმავლობაში.


    Click Here To Transfer Your Documents via WeTransfer

    გაგზავნა WeTransfer

    შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი/პაციენტის სამედიცინო დოკუმენტები (MRI ჩანაწერები, ლაბორატორიის შედეგები, სურათები და ა.შ.)

    ახლავე გაგზავნა<




    გლობალური მითითება ჯანდაცვისსფეროში





    გლობალური მითითება ჯანდაცვისსფეროში





    +90 850 711 6060


    Contact Center

    Contact us now if you have a medical need, we will reply swiftly and provide you with a reliable medical opinion.




    ჯგუფი Florence Nightingale საავადმყოფოები Ltd დიდი ბრიტანეთი 2020, ყველა უფლება დაცულია.



    ჯგუფი Florence Nightingale საავადმყოფოები Ltd დიდი ბრიტანეთი 2020, ყველა უფლება დაცულია.