





რათა ადამიანის ორგანიზმმა სრულყოფილად იმუშაოს. ორგანოები უნდა ფუნქციონირებდნენ ჰარმონიულად,, როგორც მაგალითად: გული ტუმბავს სისხლს; ფილტვები აწოდებს ჟანგბადს დასისხლიდან გამოთავისუფლდება ნახშირორჟანგი, თირკმლები ფილტრავს სხეულის ტოქსიკურნარჩენებს და ღვიძლი ასრულებს ბიოქიმიური რეაქციების დიდ რაოდენობას, როგორც ცენტრალურილაბორატორია.
რომელიმე ამ ორგანოს ფუნქციის მოშლა იწვევს დაავადებას. როდესაც დაავადება არ არისგანკურნებადი ან შექცევადი, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე რისკის ქვეშ იმყოფება.
ამ ეტაპზე ინდივიდს სჭირდება ახალი ორგანო, რათა შეძლოს სიცოცხლის გაგრძელება. თუ ორგანოარ არის ნაპოვნი დროულად, ასეთი პაციენტის სიცოცხლე შესაძლოა ნაადრევად დასრულდეს.
ორგანოს გადანერგვა მკურნალობის ერთადერთი მეთოდია მსოფლიოში ამგვარი პაციენტებისგადასარჩენად.
ორგანოთა ტრანსპლანტაცია ეფუძნება ქსოვილსა და ორგანოთა შესაბამისობას. ისევე, როგორცერთი ადამიანის სისხლი არ შეიძლება გადაესხას მეორეს და სისხლის ტიპი მნიშვნელოვანია, იგივეეხება ორგანოს ტრანსპლანტაციას. შესაბამისობის კრიტერიუმების სხვაობისას გადანერგილი პირი, ანუ რეციპიენტის სხეული გადანერგილ ორგანოს აღიქვამს, როგორც უცხო სხეულს და საბოლოოდგამოაძევებს მას.
იმუნოსუპრესიული პრეპარატების გამოყენებამ, განსაკუთრებით 1960-იანი წლების შემდეგ, უფრო მეტად დააჩქარა ტრანსპლანტაციის პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ხდება ნებისმიერი ქსოვილისშესაბამისობის იდენტიფიცირება, ორგანიზმი მაინც ცდილობს ამოიცნოს და გამოაძევოს უცხოორგანო. ხდება იმუნური სისტემის გარკვეულწილად მოტყუება ამ მედიკამენტების მიერ. მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატები სრულად ვერ აღმოფხვრის ქსოვილის შესაბამისობის აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, წარმატებული ტრანსპლანტაციისთვის აუცილებელია ორივეთავსებადი ორგანო და გონივრული იმუნოსუპრესიული თერაპია.
არა. როდესაც გარდაცვლილის ორგანოები შემოწირულია, საკოორდინაციო სისტემაგააქტიურებულია. სისტემის მოთხოვნის შესაბამისად, შემოწირული ორგანოს შესახებ თავპირველადუნდა ეცნობოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრს (RCC), შემდეგ კიეროვნულ საკოორდინაციო ცენტრს (NCC). ასეთი შემოწირული ორგანოები ეროვნული სიმდიდრეა და გადანერგილ იქნება სისტემის მიერ მიჩნეულ შესაფერის რეციპიენტზე. ასეთ სისტემაში ორგანო ვერგაიყიდება შესაბამისი პირის ინფორმირების გარეშე.
სისტემა ძალიან კომპლექსურია და მოიცავს მრავალრიცხოვან გუნდს. სისტემაში ძალიან ბევრიადამიანია, აქედან გამომდინარე, სასამართლო პროცესებში არ არის დაფიქსირებული არცერთი ინციდენტი. დონორობის ბოროტად გამოყენება შეუძლებელა იყოს დაფარული.
ასეთი ინფორმაცია არასდესაა საკმარისი ტრანსპლანტაციისთვის. იგი შეიცავს მხოლოდ რამდენიმესაიდენტიფიკაციო მონაცემს, რომელიც მიუთითებს პირის განზრახვაზე, მაგრამ არა ფერს ამბობსმისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
როგორც სახელი გულისხმობს, ერთი ეხება სიცოცხლეს, ხოლო მეორე კი სიკვდილს. მუდმივივეგეტატიური მდგომარეობა, როგორც მისი სახელიდან ჩანს, არის მცენარის მსგავსი ცხოვრება, მაგრამ ადამიანი მკვდარი არ არის. ტვინის ფუნქციები დარღვეულია. მიუხედავად იმისა, რომინდივიდი წევს, როგორც მკვდარი, ის სრულიად ცოცხალია და შეიძლება ფეხზე დადგეს წლებისშემდეგ. ტვინის სიკვდილი კი მეორეს მხრივ, ეხება ტოტალურ და საბოლოო სიკვდილს, სიკვდილი კი შეუქცევადი კონცეფციაა, როგორც ყველამ ვიცით.
ასეთი ორგანიზაციები, რომლებსაც დასავლეთში „დონორის ქმედებად“ მოიხსენიებენ, ქვეყანაშიგვამური ორგანოების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის იქმნება.
ტრანსპლანტაციის ჩატარების შესაძლებლობის არქონა ორგანოთა არარსებობის გამო, ესაა გლობალური პრობლემაა. თუმცა, გარკვეული ასპექტების გათვალისწინებით, ამ პრობლემასშეიძლება კატასტროფა ვუწოდოთ სამწუხაროდ. ამჟამად, გვამური დონორების რაოდენობა მილიონმოსახლეზე 35-დან 55-მდე მერყეობს ევროპის ქვეყნებში, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 1-ია. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად შორს ვართ გამოსავლისგან.
აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ინიცირებული იქნა კვლევები ორგანიზაციის შექმნის თაობაზედასავლურ მაგალითებზე დაყრდნობით. მიზანი აქ არის ასობით სიცოცხლის გადარჩენა.
როდესაც პაციენტი ქრონიკული დაავადების გამო კარგავს ერთ-ერთ სასიცოცხლო ორგანოს, მას შესაძლოა სიცოცხლე შეუნარჩუნდეს მხოლოდ მოკლე დროით, თუ ეს ორგანო არ არის ტვინი. ამმოკლე დროში მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა ორგანოს ტრანსპლანტაცია. დაავადებულიორგანოს ჩაენაცვლება ჯანმრთელი ისე, რომ პაციენტი შეძლებს დაუბრუნდეს ჯანსაღ ცხოვრებას. როდესაც შეუძლებელია ორგანოს პოვნა, ასეთი პაციენტები საბოლოოდ იღუპებიან. მიუხედავადიმისა, რომ თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებს შეუძლიათ დიალიზის აპარატით ცხოვრება, ამ პაციენტების სიცოცხლე მნიშვნელოვნად ხანმოკლეა. პაციენტი სრულიად ჯანმრთელი იქნება, თუტრანსპლანტაცია წარმატებულად ჩატარდება.
გვამური ორგანოს მოცილება ხორციელდება სათანადო მონდომებით, ისევე როგორც ცოცხალიოპერაცია.
ორგანოების ამოღების შემდეგ დიდი ყურადღება ექცევა, რომ არ მოხდეს გარდაცვლილის სხეულის დაზიანება, შესაძლებელობის შესაბამისად ედება ესთეტიკური ნაკერები. ექიმები მადლიერებითეკიდებიან ცხედრებს, რომლებიც სერიოზულ პატივისცემას იმსახურებენ.
არა, არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ დონორის ასაკი გარკვეულ საფრთხეს უქმნის გამოსაყენებელ ორგანოს, რეციპიენტს, რომლის დაავადება იმდენად პროგრესირებს, რომ მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ასაკის ნებისმიერი ორგანო.
დიახ. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, უნდა აცნობოთ თქვენი ოჯახის წევრებს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. მაშინ, როცა დრო მოვა, თქვენი ორგანოების ამოღება არ შეიძლება, თუარ იქნება თქვენი ოჯახის თანხმობა, შემოწირულობის ბარათის ქონის შემთხვევაშიც კი.
ამჟამად შესაძლებელია გულის, ფილტვის, ნაწლავების, პანკრეასის, თირკმლის და ღვიძლის. აღნიშნული ოპერაციები ძალიან ხშირია და წარმატებით ხორციელდება. ასევე ფართოდ გამოიყენება ქსოვილის ტრანსპლანტანტები, მათ შორის ძვლის ტვინის, რქოვანის, ძვლის და მყესის.
ასეთი რამ შეუძლებელია. პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება არის უმთავრესი. საავადმყოფოებისექიმებს და პერსონალს არაფერი აქვთ საერთო ორგანოს ტრანსპლანტაციის გუნდთან. მედპერსონალის მთავარი მისიაა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა. ორგანოს ტრანსპლანტაციისგუნდს კი მხოლოდდამხოლოდ პაციენტის გარდაცვალების შემდეგ მიეწოდება ინფორმაცია. როდესაც პაციენტი (დონორი)კვდება, ტრანსპლანტაციის გუნდს არ შეუძლია არაფრის გაკეთება, მანამ, სანამ არ იქნება ოჯახის თანხმობა ორგანოს მოცილებაზე. ოჯახს შეუძლია უარი განაცხადოს ორგანოების დონაციაზე, თუ ისინი არ არიან კმაყოფილი მკურნალობით.
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ორგანოების დონორი. ამ მხრივ ქვეყანაში დაგროვილია საკმარისი გამოცდილება და ჯანმრთელობის პრობლემის მაჩვენებელი მათ შორის, ვინც ოჯახისთვის ერთი ანმეტი ორგანო გაიღო, ძალიან დაბალია.
ჩვენს ქვეყანაში ორგანოთა გადანერგვა ხორციელდება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად და მსოფლიო სტანდარტებსაც კი აღემატება. ღვიძლისა და თირკმლების ტრანსპლანტაციის წარმატების მაჩვენებელი 90% -ზე მეტია.
„არის თუ არა ორგანოთა დონაცია ცოდვა“ და „იქნება თუ არა დონორი პასუხისმგებელი იმშემთხვევაში, თუ მისი ორგანოს მატარებელი ადამიანს ცუდი ცხოვრების წესი ჰქონდა“- ეს არის ისკითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად სვამენ ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრებში.
კითხვაზე პასუხობს ანკარის უნივერსიტეტის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის უმაღლესი საბჭოსწევრი, პროფესორ მეჰმეთ ბაირაქტარი:
– ისლამური რელიგია ორგანოების დონაციას იწონებს. Maide sura -ში ნათქვამია: “ვინც აღადგენს ადამიანს, ის აღადგენს მთელ კაცობრიობას”. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი, ვინც თავიანთ ორგანოებს სხვების გადასარჩენად აბარებენ, დამსახურებას მიიღებენ.
გარდა ამისა, ცოდვა ჩაიდინეს ადამიანებმა და არა ორგანოებმა. ცოდვა მიეკუთვნება პიროვნებას, არა ორგანოს“. SBK — რელიგია უკავშირდება გონებას, უგონო მდგომარეობაში მყოფი პირიდანაშაულს ვერ ჩაიდენს. ისევე, როგორც მათხოვარი ან იღებს გარკვეულ მოწყალებას და შემდეგმისი პასუხისმგებლობაა. ისევე, როგორც, იარაღს ვერ დავდებთ ბრალს ვინმეს მკვლელობაში. არისმხოლოდ თქვენს მიერ გაცემული საჩუქარი. მომავალი პოტენციური ცოდვა მხოლოდ და მხოლოდეკუთვნის მას, ვინც მიიღო და გამოიყენა საჩუქარი.
ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ორგანო მოდის გარდაცვლილი დონორისგან, რომლებსაც დაუფიქსირდათ ტვინის სიკვდილი ან ცოცხალი დონორისგან, რომელსაც ამოუღებენ ღვიძლის ნაწილს
ადამიანის ორგანიზმი გადანერგილ ღვიძლს აღიქვამს, როგორც „უცხო“ სხეულს. ამიტომ, გადანერგილმა ადამიანმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გამოიყენოს ზოგიერთი იმუნოსუპრესიული პრეპარატი, იმისათვის, რომ არ მოხდეს გადანერგილი ორგანოს გამოძევება. თუმცა, ორგანოების გამოძევებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა იშვიათია ღვიძლისადაპტაციის გამო.
იმუნოსუპრესორები ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ გამოყენებული პრეპარატების ძირითადიჯგუფია , რათა თავიდან იქნას აცილებული ორგანოს გამოძევება. ორგანოების გამოძევების რისკიყველაზე მაღალია პოსტ-ტრანსპლანტაციის პერიოდში, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს რისკი მცირდება. ამდენად, ადრეული პოსტ-ტრანსპლანტაციის პერიოდში იმუნოსუპრესიული პრეპარატებიინიშნება მაღალ დოზებში, მაგრამ ხშირად ამცირებენ ძალიან დაბალი დოზამდე. თუმცა, გადანერგილმა ადამიანმა უნდა გააგრძელოს რეგულარულად იმუნოსუპრესიული პრეპარატებისმიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმუნოდეპრესანტების მიღება ასოვ=ცირდება ინფექციის რისკთან რაც თავის მხრივ მოითხოვს პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების გამოყენებას ოპერაციიდან პირველი წლის განმავლობაში. არსებობს პრეპარატების ჯგუფები, რომლებიცურთიერთქმედებენ იმუნოსუპრესიულ პრეპარატებთან, რომლებიც განსაკუთრებით გამოიყენებატრანსპლანტაციის შემდეგ. ასევე არსებობს მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც ზრდიან თირკმელებში იმუნოსუპრესიული პრეპარატების შესაძლო ტოქსიკურ ეფექტს. ამდენად, ნებისმიერიწამლის მიღება შეთანხმებული უნდა იყოს ღვიძლის ტრანსპლანტაციის სპეციალისტთან.
ცოცხალი დონორისგან ამოღებული ღვიძლის მოცულობა განისაზღვრება რეციპიენტის სხეულისწონის მიხედვით. საჭირო მოცულობა, როგორც წესი, სხეულის წონის ერთი პროცენტია. ასე რომ, დაახლოებით 700 გრ ღვიძლის საჭიროა პაციენტისთვის, რომელიც იწონის 70 კგ. ღვიძლის წონა არისსხეულის წონის დაახლოებით ორი პროცენტი ჯანმრთელ ადამიანში. ღვიძლის წონა შეადგენს დაახლოებით 1400 გ-ს დონორისთვის, რომელიც 70 კილოგრამს იწონის. ღვიძლი შედგება ორი, მარჯვენა და მარცხენა წილისგან. მარჯვენა მხარე მოიცავს ღვიძლის ორ მესამედის, ხოლო მარცხენამხარე კი ერთ მესამედს. ამრიგად, ზრდასრული ღვიძლის ტრანსპლანტაციისას, ადეკვატურიმოცულობის მისაღებად იღებენ ცოცხალი დონორის ღვიძლის მარჯვენა წილს, ანუ ღვიძლის ორიმესამედს.
ცნობილია, რომ სიკვდილის რისკის მაჩვენებელი ცოცხალი ღვიძლის დონორებში შეადგენს 0.2 -0.5% -ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს 99.5 -99%-იან წარმატებას. ასევე, ცოცხალ დონორთადაახლოებით 15 -20% -ში შესაძლოა განვითარდეს „მარტივი“ გართულებები, რომლებიცგახანგრძლივებენ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდს და საჭიროებს მედიკამენტოზური თერაპიისჩატარებას, მათგან დაახლოებით 5 -10% შეიძლება აღენიშნოს სისხლჩაქცევა, ნაღვლის გაჟონვა, ასციტი და ჰიდროთორაქსი, რამაც შესაძლოა დამატებითი ჩარევა მოითხოვოს. თუმცა, ხანგრძლივი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ დონორებს, როგორც წესი, მოგვიანებით პერიოდში არაქვთ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციასთან დაკავშირებული პრობლემები. თითქმის ყველა ღვიძლის დონორი დადებით პასუხს სცემს კითხვაზე „კვლავ გახდებოდით თუ არა დონორი უკან რომ დაბრუნებულიყავით?“
რეციპიენტი საავადმყოფოდან ეწერება ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ. ადრეული პერიოდში მაღალიდოზებით გათვალისწინებული იმუნოსუპრესიული პრეპარატების გამო, ინფექციის რისკიგანსაკუთრებით მაღალია პირველი 3 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში ყველაზე მაღალია პოსტ-ტრანსპლანტაციური გართულებების შემთხვევები. პაციენტები ბრუნდებიან სამსახურში და აგრძელებენ ნორმალურ სოციალურ ცხოვრებას ოპერაციიდან 3-დან 6 თვემდე პერიოდში.
ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ყველაზე ხშირად ადგილი აქვს ქირურგიულ გართულებებს დაინფექციებს, როგორიცაა სისხლდენა, ნაღვლის გაჟონვა და ათეროსკლეროზი. გრძელვადიანპერიოდში შეიძლება განვითარდეს კიბო, ორგანოს გამოძევება და ნაღვლის სტენოზი. დაახლოებით, 10-დან ერთი პაციენტის გარდაცვალება შესაძლოა მოხდეს ადრეულ პოსტ-ტრანსპლანტაციურპერიოდში.
წარმატებულ ცენტრებში გადარჩენის მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 85 -90%-ს შეადგენს. გადარჩენის მაჩვენებელი ხუთი წლის განმავლობაში 70 -75% -ს. თირკმლისტრანსპლანტაციისგან განსხვავებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა გადანერგილი ღვიძლისთვის არც ისე დიდია. ღვიძლის შეთავსება შეიძლება მიღწეული იყოს იმუნოსუპრესიული პრეპარატებისხანგრძლივი გამოყენებით ძალიან დაბალი დოზებით. მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წლის შემდეგ ჩვეულებრივ განისაზღვრება პაციენტის ზოგადი მდგომარეობით და თანმხლებიპრობლემებით, როგორიცაა გულის დაავადებები და დიაბეტი.
თურქეთში ყოველწლიურად 2000-დან 2500 ადამიანი საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას. თუმცა, ოპერაციების რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 700-ს შეადგენს. ამ ოპერაციებიდან 250 სრულდება გვამური დონორით, ხოლო დანარჩენი კი ხორციელდება ცოცხალ დონორთან ერთად.
გვამური დონორის გამოყენებისას, ტრანსპლანტაციის ოპერაცია მოიცავს დაახლოებით 4-დან 6 საათს, ხოლო ცოცხალი დონორის დროს კი 8-დან 10 საათს. პაციენტი, როგორც წესი, ინტენსიურითერაპიის განყოფილებაში რჩება ოპერაციის დღეს, მეორე დღეს კი გადადის პალატაში.
შემოწმებები ხორციელდება გაწერიდან კვირაში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში; კვირაშიერთხელ გადანერგვის მე -3 თვეს; ყოველ ორ კვირაში მესამედან მეექვსე თვემდე და შემდეგყოველთვიურად. ტრანსპლანტაციის ერთი წლის შემდეგ პაციენტები ყოველ 6 თვეში ანყოველწლიურად აკონტროლებენ მდგომარეობას. შემდეგი შედეგები მოიცავს პაციენტის შეფასებას, რუტინულ ბიოქიმიურ ტესტებს და საჭიროების შემთხვევაში რადიოლოგიურ გამოკვლევას.
თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით დონორსა და რეციპიენტს უნდა აკავშირებდეს სისხლით ნათესაობა მეოთხე ხარისხამდე. არანათესაური კავშირის შემთხვევაში დასტურს გასცემს ცენტრალური ეთიკის კომიტეტი, რომელიც შექმნილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაპერიოდულად ტარდება.
ბიოქიმიური და რადიოლოგიური გამოკვლევების გარდა, რეციპიენტების უტარდებათ ტესტები ინფექციის რისკზე, აგრეთვე გულის და გულმკერდის ღრუს დაავადებებზე. ცოცხალიდონორებისთვის ხორციელდება ბიოქიმიური ტესტების სერია; კომპიუტერული ტომოგრაფიატარდება ღვიძლის სისხლძარღვთა სტრუქტურის შესაფასებლად და ღვიძლის მოცულობისგამოსათვლელად; მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კეთდება ნაღვლის ტრაქტისშესაფასებლად. აუცილებლობის შემთხვევაში კი ტარდება ღვიძლის ბიოფსია ღვიძლისგაცხიმოვნების გამოსაკვლევად.
გვამი არის „მკვდარი ადამიანი“, რომელსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შესაბამისიექიმების მიერ დაუდასტურდა „ტვინის სიკვდილის“ და რომელიც ორგანოთა ტრანსპლანტაციისსაკოორდინაციო ცენტრის მიერ ითვლება შესაბამისად მისი ორგანოების გამოყენებისთვალსაზრისით.
ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ შესაძლებელია ორსულობის მიღწევა, თუმცა, რისკები მოიცავსდაბალი წონის ნაყოფს, ნაადრევ მშობიარობას და მუცლის მოშლას. ორსულობამდე არ უნდა არსებობდეს ღვიძლის ან სხვა ორგანოების პრობლემები და ერთი წლის განმავლობაში არ უნდა დაფიქსირდეს ორგანოს გამოძევება. იმისთვის, რომ დადგეს ორსულობა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, პაციენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ან 2 წლიანი უპრობლემო პერიოდი. ორსულმა პაციენტებმა უნდა შეინარჩუნონ კავშირი ორგანოს გადანერგვის ჯგუფთან ორსულობის პერიოდში.
ოპერაციის დროს ანესთეზიოლოგები მუდმივად აკონტროლებენ პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციებს. ოპერაციის ხანგრძლივობა სხვა ორგანოებს საფრთხეს არ უქმნის.
ოპერაციის შემდგომ პაციენტები იწყებენ ორალურ კვებას რაც შეიძლება ადრე, ხოლო მათყოველდღიურ კალორიულ მოთხოვნებს განსაზღვრავს დიეტოლოგი. გრძელვადიან პერსპექტივაშიაუცილებელია დიეტის დაცვა, რათა პაციენტმა არტერიული წნევა, გლუკოზა და ქოლესტერინის დონეშეინარჩუნოს ნორმალურ დონეზე და თავიდან აიცილოს წონის მომატება, რაც ტრანსპლანტაციისშემდეგ ძალიან ხშირია.
სავარჯიშო პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია ღვიძლის გადანერგვისშემდგომ ჯანმრთელობისმდგომარეობაზე, სასარგებლო იქნება კუნთების სისუსტისა და ძვლის დაკარგვის პრევენციისთვის, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით და კორტიზონით. ასევესასარგებლო იქნება წონის შესანარჩუნებლად.
არ შეიძლება. ალკოჰოლი ძალიან ტოქსიკურია ღვიძლისთვის და ურთიერთქმედებს იმუნოსუპრესანტებთან, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტანტის შემდეგ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ალკოჰოლის მოხმარება შეამცირებს იმ პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას, ვისაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა ალკოჰოლით გამოწვეული ციროზის გამო.
გადანერგვიდან მოკლე დროში პაციენტებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ თავიანთ ჩვეულ სექსუალურ ცხოვრებას. იმპოტენცია და სქესობრივი ლტოლვის არქონა, რაც დაკავშირებული იყო ღვიძლის ქრონიკულ დაავადებასთან, გადანერგვის შემდეგ გამოსწორდება, თუმცა ლიბიდოს აღდგენას დრო სჭირდება.
დიახ შეუძლია. კანის კიბოს რისკი იზრდება ღვიძლის გადანერგვის შემდეგ. წლების განმავლობაში კიბოს რისკი თანდათან იზრდება. მზისგან დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ამიტომ, გრძელ მკლავიანი ტანსაცმელი და ქუდი უნდა გამოიყენოთ მზის პირდაპირი სხივებისგან დასაცავად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ მაღალი ფაქტორის მზისგან დამცავი კრემები და რეგულარულად გამოიკვლიოთ კანი. პაციენტებს შეუძლიათ ცურვა მას შემდეგ, რაც განთავისუფლდებიან ყველა დრენაჟისა და კათეტერისგან და საოპერაციო უბნის მთლიანობა აღდგება. ამასთანავე, უნდა აირჩიოს კარგად ქლორირებული აუზები, ზღვები სუფთა წყლის სერთიფიკატით და დაიცვას თავი მზის სხივებისგან.
დიახ, ტრანსპლანტაციის შემდეგ, იმუნოსუპრესიული პრეპარატების გამოყენებასთანდაკავშირებული ინფექციის რისკი უფრო მაღალია, განსაკუთრებით 3-6 თვის შემდეგ. მნიშვნელოვანია ხელების დაბანის ჩვევის გამომუშავება და გრიპით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის არიდება. ინფექციის რისკი მცირდება შემდეგ პერიოდებში, იმუნოდეპრესანტებისშემცირების გამო.
ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, ოპერაციის ადგილი იკურნება ნაწიბურების დატოვების გარეშე. იმუნოსუპრესიული პრეპარატების თვისებებიდან გამომდინარე, ჭრილობის შეხორცება ჩვეულებრივმიმდინარეობს ნორმალურად და პლასტიკური ოპერაცია შესაძლებელია როგორც ქირურგიულნაწიბურზე, ასევე სხეულის სხვა ნაწილებზე.
გადანერგვის შემდეგ აბაზანის მიღება დაშვებულია ინტრავენური კათეტერის ამოღებიდან 3-4 დღისშემდეგ.
მთელს მსოფლიოში, 70 წელი ჩვეულებრივ ითვლება ღვიძლის გადანერგვის ზედა ზღვრად. ჩვენსქვეყანაში, მსოფლიოში და ჩვენს ცენტრში წარმატებით ტარდება როგორც ცოცხალი, ასევე გვამური ღვიძლის გადანერგვა.
Contact us now if you have a medical need, we will reply swiftly and provide you with a reliable medical opinion.
ჯგუფი Florence Nightingale საავადმყოფოები Ltd დიდი ბრიტანეთი 2020, ყველა უფლება დაცულია.
ჯგუფი Florence Nightingale საავადმყოფოები Ltd დიდი ბრიტანეთი 2020, ყველა უფლება დაცულია.