რეტროპერიტონოსკოპიური ნეფრექტომია დონორებისთვის


ჩვენ ვიცავთ დონორების უსაფრთხოებას რეტროპერიტონეოსკოპიული ნეფრექტომიის საშუალებით

ცოცხალი დონორიდან თირკმლის გადანერგვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა დონორის დაზიანების თავიდან აცილება. ადამიანს, რომელიც თირკმელს აბარებს, არ უნდა ჰქონდეს გაზრდილი რისკი მომავალ ცხოვრებაში. თირკმლის ჩუქების მსურველები გადიან დეტალურ გამოკვლევას ჩვენს ცენტრში საჭირო სპეციალისტების მიერ. თირკმლის დონაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ამ გამოკვლევებისა და ტრანსპლანტაციის საბჭოს ექსპერტების საბოლოო დადგენილების შემდეგ.

როგორც თირკმლის გადანერგვის გუნდი, ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ თირკმელების გადანერგვის 800 – ზე მეტ შემთხვევაში ჯანმრთელობის მხრივ მნიშვნელოვანი გართულებები არ ყოფილა. ჩვენთვის დონორის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

ჩვენი თირკმლის გადანერგვის სამეთვალყურეო პროგრამის მიხედვით არა მხოლოდ რეციპიენტები, არამედ დონორებიც ყოველწლიურად იტარებენ გამოკვლევებს.

სტამბოლში პირველი ლაპარასკოპიული ნეფრექტომია და თურქეთში პირველი რეტროპერიტონეოსკოპიული ნეფრექტომია ჩატარდა ჩვენს ცენტრში, ექიმ ბარიშ აკინის მიერ. ექიმმა აკინმა დაასრულა მისი რეზიდენტურა ორგანოს გადანერგვაში ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2003-2004 წლებში, ამავდროულად მან გამოსცადა  თირკმელების ამოღების  ტექნიკა “ლაპაროსკოპიული” მეთოდით, რომელიც ამ მეთოდის  პიონერი მსოფლიოში. ის იყო პირველი ქირურგი, ვინც ეს ტექნიკა გამოიყენა სტამბოლში ცოცხალი დონორის თირკმლის გადანერგვისას თურქეთში დაბრუნების შემდეგ.

2009 წლამდე ის იყენებდა “ლაპაროსკოპიულ” მეთოდს. აკვირდებოდა რა დონორებში მუცლის ღრუში შეხორცებითი პროცესების განვითარების პროცესებს, მან შეიმუშავა “რეტროპერიტონეოსკოპიის” მეთოდი კამერის გამოყენებით, მუცლის ღრუს ღრუში ბალანსის დარღვევის გარეშე. ამ მიდგომის შემუშავებისას მან უზრუნველყო, რომ თირკმლის ამოღების  დროს დონორის მუცლის ღრუს ორგანოებთან კონტაქტი არ ყოფილიყო.  2009 წლის შემდეგ მან 300 – ზე მეტი ტრანსპლანტაცია ჩაატარა რესტროპერიტონეოსკოპიული ნეფრექტომიის გამოყენებით. იგი განაგრძობს სამეცნიერო მუშაობას ამ ტექნიკის დანერგვაზე მთელ მსოფლიოში. ეს მეთოდი წარდგენილი და განხილულია სამედიცინო კონგრესებზე ამერიკაში, ევროპასა და თურქეთში.


Contact Us Now


    ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ფორმის შევსებისას, თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი/პაციენტის სამედიცინო ფაილები wetransfer. სამედიცინო მეორე აზრი წარმოდგენილი იქნება 48 საათის განმავლობაში.

    Click Here To Transfer Your Documents via WeTransfer

    გაგზავნა WeTransfer

    შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი/პაციენტის სამედიცინო დოკუმენტები (MRI ჩანაწერები, ლაბორატორიის შედეგები, სურათები და ა.შ.)

    ახლავე გაგზავნა




    გლობალური მითითება ჯანდაცვისსფეროში





    გლობალური მითითება ჯანდაცვისსფეროში





    +90 850 711 6060


    Contact Center

    Contact us now if you have a medical need, we will reply swiftly and provide you with a reliable medical opinion.




    ჯგუფი Florence Nightingale საავადმყოფოები Ltd დიდი ბრიტანეთი 2020, ყველა უფლება დაცულია.



    ჯგუფი Florence Nightingale საავადმყოფოები Ltd დიდი ბრიტანეთი 2020, ყველა უფლება დაცულია.